TSNOBISTVIS.COM

საიტის მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაციის გაზიარება.

სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026

TSNOBISTVIS.COM

საიტის მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაციის გაზიარება.

ტექნოლოგიებიცნობისთვის

ტექნოლოგიები-საფრთხე თუ შესაძლებლობა

ბოლო წლებია ტექნოლოგიური სიახლეები არავისთვის გასაკვირი აღარაა. პირიქით, მათი გამოჩენა დღითი-დღე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება და მათი გავლენა სულ უფრო და უფრო მზარდია, კომპიუტერის ეკრანის მუქ ფონზე მოძრავი ციფრები და მონაცემები დღეს უფრო მეტს გვეუბნება ადამიანზე, ვიდრე საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში არსებულ სიღრმისეულ ანალიზთა და კვლევათა ერთობლიობა.

ადამიანის გამოსახულება პერსონალურ კომპიუტერთან ერთად
ადამიანი და ტექნოლოგიები

სმარტფონი აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ის ერთდროულად არის სანავიგაციო სისტემა, მეხსიერება, სამუშაო ინსტრუმენტი და ინფორმაციის ფილტრი. როდესაც აპლიკაცია გვთავაზობს ახალ სტატიას, მუსიკას ან ვიდეოს, ეს შემთხვევითი არჩევანი არ არის. ალგორითმები სწავლობენ ჩვენს ქცევას, დროის ხანგრძლივობას, რეაქციებს და ინტერესებს, რათა შემოგვთავაზონ ზუსტად ის, რაც ამ მომენტში ყველაზე ახლოსაა ჩვენს განწყობასთან.

ხელოვნური ინტელექტი ხშირად აღიქმება როგორც მომავლის ტექნოლოგია, თუმცა რეალურად ის უკვე აწმყოს ნაწილია. ბანკებში, ონლაინ მაღაზიებში, საძიებო სისტემებსა და მედიცინაში გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მონაცემებზე დაფუძნებული სისტემების დახმარებით მიიღება. ეს პროცესი ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ მისი შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე აშკარაა სისწრაფე, სიზუსტე და დროის ეკონომია, ეს არის ის, რასაც გვთავაზობენ თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები.

მონიტორის ეკრანებზე მიმდინარე პროცესები, ზოგჯერ, გარკვეულ წილად ,აჩენენ კონტროლის განცდას, მაგრამ რეალურად, გვთავაზობენ თანამშრომლობას. რადგან ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს ადამიანების ნაცვლად, რეალურად გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ ისინი, ფაქტიურად, გვაძლევენ უფრო ფართო სურათს, რომლის დანახვაც ინდივიდუალურად ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. კომპიუტერის მიერ, მილიონობით ქმედება ერთ მონაცემად გარდაიქმნება, რომელიც შემდეგ პრაქტიკულ შედეგს გვაძლევს.

ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეების სიმბოლური გამოსახულება
AI ტექნოლოგიების გავლენა

სოციალური პლატფორმები ხშირად კრიტიკის ობიექტია, თუმცა მათი გავლენა მხოლოდ ნეგატიური არ არის. იქ იბადება დისკუსიები, ვრცელდება ინფორმაცია და ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული მედიის პირობებში იყო შესაძლებელი. ერთი ჩანაწერი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი განხილვის დასაწყისი, ხოლო ერთი ვიდეო — რეალური ცვლილებების კატალიზატორი.

ტექნოლოგიური პროგრესი ცვლის არა მხოლოდ კომუნიკაციის ფორმას, არამედ ადამიანის როლსაც. რაც უფრო მეტ საქმეს იღებს სისტემა საკუთარ თავზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის აღება და მოვლენების შეფასება. ტექნოლოგიები არ გვართმევენ არჩევანს — ისინი გვაიძულებენ უფრო მკაფიოდ განვსაზღვროთ, თუ რას ვირჩევთ და როგორ.

მუქ ფერებში დანახული ციფრული სამყარო სინამდვილეში ნეიტრალურია. ის არ ქმნის არც საფრთხეს და არ გვპირდება რაიმე ხსნას. ის, უბრალოდ, გვთავაზობს ინსტრუმენტებს, რომელთა ეფექტური გამოყენებაც ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

რას ფიქრობთ თქვენ?. რეალურია თუ არა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებიდან მომავალი საფრთხე , თუ პირიქით, უფრო შესაძლებლობების მრავალფეროვნებას სთავაზობს კაცობრიობას.

თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.

სტატია საინტერესო იყო?

თქვენი შეფასება გვეხმარება უკეთესი თემების შერჩევაში.
გაუზიარე მეგობრებს

Tsnobistvis

„ცნობისთვის“ არის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტი, რომელიც აქვეყნებს სტატიებს ისტორიის, მეცნიერების, რელიგიის, ტექნოლოგიებისა და საინტერესო ფაქტების შესახებ. მასალები მზადდება სანდო წყაროების საფუძველზე და გადის რედაქტირებას გამოქვეყნებამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Social Share Buttons and Icons powered by Ultimatelysocial
Tiktok
Copy link
URL has been copied successfully!