ოლიმპიადა-უცნაური და დაუვიწყარი მომენტები
ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ერს, კულტურას და ისტორიას. ეს არ არის მხოლოდ მედლებისთვის ბრძოლა – ოლიმპიადა ადამიანური ნებისყოფის, თავდადებისა და ისტორიული მომენტების ასპარეზია.
ოლიმპიური თამაშები წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, ქალაქ ოლიმპიაში, დაახლოებით ძვ.წ. 776 წელს. მისი სახელწოდებაც აქედან მოდის. თამაშები იმართებოდა ზევსის პატივსაცემად და მასში მონაწილეობას მხოლოდ თავისუფალი მამაკაცები იღებდნენ. შეჯიბრები სულ რამოდენიმე სახეობაშ იმართებოდა. ეს იყო: სირბილი(მარათონი), ჭიდაობა, სიგრძეზე ხტომა, ბადროსა და ისრის ტყორცნა. აღსანიშნავია,რომ ოლიმპიუტი თამაშების დროს ცხადდებოდა საყოველთაო ზავი და წყდებოდა სამხედრო დაპირისპირება. იმ დროისთვის, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება უდიდეს პატივად ითვლებოდა. ჩემპიონებს აჯილდოებდნენ არა ოქროთი, არამედ ზეთისხილის გვირგვინით, თუმცა მათი სახელები საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა ისტორიაში. ძველი დროის ოლიმპიური თამაშები შეწყდა ახ..წ 394 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს I იგი აკრძალა წარმართობის მიზეზით.

თანამედროვე ოლიმპიადის აღორძინება

თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს აღდგა ფრანგი პედაგოგის, პიერ დე კუბერტენის ინიციატივით. პირველი თამაშები გაიმართა ათენში და მასში 14 ქვეყანა და 241 სპორტსმენი მონაწილეობდა. ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი იყო ბერძენი დემეტრიუს ვიკელასი. მაშინ არც ოლიმპიური ცეცხლი არსებობდა და არც ოქროს მედლები დღევანდელი გაგებით და სპორტი უფრო იდეალებზე იყო დაფუძნებული, ვიდრე კომერციაზე. ოლიმპიადა იმართებოდა სპორტის ზაფხულის სახეობებში. ზამთრის ოლიმპიური თამაშები რეგულარულად იმართება 1924 წლიდან. თავდაპირველად მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ მამაკაცები. ქალებს თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებოდათ. მხოლოდ 1900 წელს შეძლეს ქალმა სპორტსმენებმა, პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა. ისინი ჩოგბურთსა და გოლფში მონაწილეობდნენ. დღეს ოლიმპიადა გენდერული თანასწორობის სიმბოლოდ ითვლება — ქალთა და მამაკაცთა დისციპლინების რაოდენობა თითქმის თანაბარია.
ოლიმპიადა, ომები და საინტერესო ფაქტები
მართალია, ძველი სამყაროს ოლიმპიური თამაშების დროს ომები წყდებოდა, მაგრამ XX საუკუნეში აღდგენილმა ამ მასშტაბურმა სპორტულმა ღონისძიებებმა ვერ “შეძლეს” ომების შეჩერება. პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში ოლიმპიური თამაშები გაუქმდა სამჯერ – 1916, 1940 და 1944 წლებში, თუმცა სპორტული იდეალები არ გამქრალა. ბევრი სპორტსმენი ომის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე და ოლიმპიადა მშვიდობის სიმბოლოდ აქცია.

ოლიმპიური თამაშები მრავლადაა სავსე საინტერესო ფაქტებითა და მოვლენებით.
ხშირად ამბობენ, რომ 5 რგოლი 5 კონტინენტს აღნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში: ფერები შეირჩა იმიტომ, რომ დედამიწის ყველა ქვეყნის დროშაზე მინიმუმ ერთი მათგანი მაინც გვხვდება და სიმბოლო ნიშნავს ერთიანობასა და მეგობრობას.
ოქროს მედლები სრულად ოქროსგან არ მზადდება. ოქროს მედალი რეალურად ვერცხლისგან არის დამზადებული.ზედაპირზე მხოლოდ დაახლოებით 6 გრამი ოქროა დაფარული.

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო 13 წლის ამერიკელი სპორცმენი მარჯორი გესტრინგი, რომელმაც ოქროს მედალი 3 მეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში მოიპოვა ბერლინის ოლიმპიურ თამაშებში 1936 წელს.
ერთ დროს ოლიმპირი თამაშები შედიოდა ისეთი უცნაური სპორტისა სახეობები: როგორიცაა: თოკზე ცოცვა, მტრედებზე სროლა და ხელოვნების კონკურსები (ლიტერატურა, ფერწერა, არქიტექტურა).
ზოგიერთ სპორტსმენს ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნის დროშით გამოსვლა აეკრძალა და ისინი ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ.
ყველაზე მეტი მედალი ერთ ოლიმპიადაზე აღებული აქვს ამერიკელ მცურავს მაიკლ ფელპსს, რომელმაც 8 ოქროს მედალი მოიპოვა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე. ეს შედეგი დრემდე არ გაუმჯობესებულა.

ოლიმპიური ცეცხლი პირველად 1928 წელს აინთო. ცეცხლის ესტაფეტა სხვადასხვა ქვეყანაში გადის და მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა.
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ძველი ტრადიცია არ არის ანუ ანტიკური საბერძნეთიდან არ მოდის.. ჩირაღდნის ესტაფეტა პირველად ჩატარდა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე და ის თანამედროვე ეპოქის დამატებაა. ცეცხლის ესტაფეტა სხვადასხვა ქვეყანაში გადის და მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა. ოლიმპიური ცეცხლი კი პირველად 1928 წელს აინთო ამსტერდამის ოლიმპიადაზე.
ოლიმპიადა დღეს
ოლიმპიადა გვახსენებს, რომ გამარჯვება ყოველთვის ოქროს მედალი არ არის — ზოგჯერ ეს ადამიანური ძალის გამოვლენაა.
დღევანდელი ოლიმპიური თამაშები თავისი მასშტაბითა და გავლენით, უკვე, ბევრად აღემატება იმ პატარა შეზღუდულ ღონისძიებებს, რაც ათენში 1896 წელს გაიმართა. თანამედროვე ოლიმპიადა არა მხოლოდ სპორტი, არამეთ გლობალური კულტურული, სოციალური და პოლიტიკური მოვლენაა, სადაც მილიონობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან და 200-ზე მეტი ქვეყნიდან უკავშირდება ერთმანეთს. თამაშები მოიცავს დაახლოებით 40–60 სპორტულ დისციპლინას სპორტის ზამთრის და ზაფხულის სახეობებბში, ათასობით სპორტსმენს და სოლიდარობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. ტექნოლოგიები, მედია და სოციალური ქსელები საშუალებას იძლევიან, რომ ოლიმპიადა რეალურ დროში მილიონობით ადამიანს შეეხოს, რაც თავიდან საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ იყო.

ოლოიმპიური თამაშები დღეს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპლექსური შეჯიბრია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ეგიდით. ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედალი სპორტის ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევად ითვლება და სპორტულ მიღწევებთან ერთად ის წარმოადგენს მსოფლიოს ხალხთა და კულტურათა შორის მეგობრობის , თანამშრომლობის და სოლიდარობის უმნიშვნელოვანეს ფორმას.
სტატიაში გამოყენებული ფოტოები აღებულია Wikimedia Commons-დან და წარმოადგენს საჯარო მასალას.
თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.
