TSNOBISTVIS.COM

საიტის მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაციის გაზიარება.

ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026

TSNOBISTVIS.COM

საიტის მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაციის გაზიარება.

ისტორიაცნობისთვის

ნაპოლეონის ცხოვრება და იდუმალი სიკვდილი.

ვატერლოოს ბრძოლაში ინგლისელებთან დამარცხების შემდეგ ყოფილი იმპერატორი შორეულ კუნძულზე, უსახურ და იზოლირებულ სახლში მოათავსეს.

ნაპოლეონ ბონაპარტი ერთერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფიგურაა კაცობრიობის ისტორიაში. მისი საოცარი სამხედრო წარმატებები და მასშტაბური რეფორმები კანონმდებლობასა და სახელმწიფო სისტემების ჩამოყალიბებაში, მთელს ევროპის კონტინენტზე, აღმაფრთოვანებელია,, მაგრამ ამდენადვე უჩვეულო და ბურუსითაა მოცული — მისი ცხოვრების ბოლო წლები გატარებული დამამცირებელ გადასახლებაში, იდუმალი გარდაცვალება 51 წლის ასაკში და სიკვდილის შემდგომი მოვლენების უცნაური ჯაჭვი.

საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის გამოსახულება
ნაპოლეონ ბონაპარტი

1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლაში საბოლოო დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა და ბრიტანელებს დანებდა. სიკვდილით დასჯის ნაცვლად, რათა თავიდან აეცილებინათ მისი მოწამედ ქცევა, ბრიტანეთმა ის დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ადგილას – სამხრეთ ატლანტის ოკეანეში მდებარე, ბრიტანეთის მიერ კონტროლირებად, წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლა.

გადასახლება წმინდა ელენეს კუნძულზე

წმინდა ელენე პატარა კუნძულია, დაახლოებით 10 × 5 მილის ზომის, დაკბილული კლდეებითა და მკაცრი ლანდშაფტით. თავდაპირველად, ორი თვის განმავლობაში, ნაპოლეონი ყოფილი მეგობრის, უილიამ ბალკომბის სახლში ცხოვრობდა, თუმცა შემდეგ ახლომდებარე ლონგვუდის სახლში – დანგრეულ, ნესტიან და ობით დაფარულ შენობაში გადაიყვანეს.

მისი მსახურები უჩიოდნენ სიცივეს, ნესტიან იატაკს, ავადმყოფობებსა და ღარიბ საკვებს. ნაპოლეონის გარემოცვის წევრმა, გრაფმა დე ლას კაზესმა, ლონგვუდის სახლი აღწერა როგორც „საწყალი ქოხი, რამდენიმე კვადრატული ფუტის ფართობით“.

საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტის გადასახლება წმინდა ელენეს კუნძულზე
ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე

კუნძული ვირთხებითაც იყო სავსე, რაც ევროპელმა პოლიტიკურმა სატირიკოსებმა დამარცხებული იმპერატორის დასაცინად გამოიყენეს. გერმანულ კარიკატურებში ვირთხების „ბატალიონი“ მის კარისკაცებად იყო გამოსახული, ხოლო ფრანგული სატირის ჟურნალების კარიკატურებში ნაპოლეონი კარავში მძინარეა, ხოლო ნაპირზე მყოფი ვირთხები კი აჯანყებას გეგმავენ მის წინააღმდეგ წარწერით: „ვირთხებსაც კი არ უნდათ“.

ნაპოლეონის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც კუნძულზე ახალმა ბრიტანელმა გუბერნატორმა, ჰადსონ ლოუმ, მკაცრი კონტროლი დააწესა. მან შეზღუდა ყოფილი იმპერატორის გადაადგილება, აკონტროლებდა მიმოწერას და ბრძანა, რომ ბრიტანელ ოფიცრებს ნაპოლეონი დღეში რამდენჯერმე ენახათ, რათა გაქცევა გამორიცხულიყო.

ნაპოლეონმა ამ კონტროლს თავისებურად უპასუხა: დახურა დარაბები, მათში პატარა ნახვრეტები გააკეთა გარეთ გასახედად და ბაღში ჩაძირული ბილიკები დააპროექტა, რათა ოფიცრებისთვის მისი შემჩნევა გართულებულიყო. მიუხედავად აკრძალვისა, რომ საიმპერატორო პატივი არ მიეღო, ნაპოლეონი სამეფო პროტოკოლის დაცვას აგრძელებდა — მის მოსამსახურე მამაკაცებს სამხედრო ფორმები ეცვათ, ხოლო ქალები კი ძვირფას სამოსში იყვნენ გამოწყობილნი..

გადასახლებაში ის სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული: კარნახობდა მემუარებს, წერდა წიგნს იულიუს კეისარზე, სწავლობდა ინგლისურს და ხშირად თამაშობდა კარტს. იმდენად ხშირად, რომ სოლიტერის (ასევე ცნობილი როგორც „მოთმინება“) რამდენიმე ვერსიას მისი სახელი დაერქვა.


ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილი

დროთა განმავლობაში საცხოვრებელმა პირობებმა და განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ ნაპოლეონის ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენა მოახდინა. მას აწუხებდა მუცლის ტკივილი, ყაბზობა, ღებინება და საერთო სისუსტე. 1821 წლის თებერვლისთვის, კუნძულზე ჩასვლიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, ნაპოლეონი აცნობიერებდა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა.

ის შეურიგდა კათოლიკურ ეკლესიას, გასათვალისწინებელია, რომ მას დატყვევებული ჰყავდა რომის პაპი. აღსარება ჩააბარა და მიიღო ბოლო საიდუმლოებები. 1821 წლის 5 მაისს ნაპოლეონ ბონაპარტი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.


რამ მოკლა ნაპოლეონ ბონაპარტი?

გარდაცვალებიდან მალევე მისმა ექიმმა, ფრანჩესკო ანტომარკიმ, გაკვეთა ჩაატარა. გული და ნაწლავები ამოიღეს და დალუქულ ჭურჭელში მოათავსეს როგორც ეს მონარქებისთვის იყო მიღებული. თუმცა უცნაურია, რომ ანტომარკიმ ნაპოლეონს პენისიც მოაჭრა – მიზეზი დღემდე უცნობია.

საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტი სასიკვდილო სარეცელზე თანმხლებ პირებთან ერთად
ნაპოლეონი სასიკვდილო სარეცელზე

ეს სხეულის ნაწილი კუნძულიდან მოძღვარმა გაიტანა, შემდეგ კი წლების განმავლობაში სხვადასხვა მფლობელს გადაეცემოდა. საბოლოოდ, 1927 წელს იგი ნიუ-იორკის ფრანგული ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს, სადაც ჟურნალმა TIME-მა მას „გაფუჭებული თასმის ნაჭერი“ უწოდა. ასე დასცინოდნენ ადამიანს, რომელსაც ერთ დროს თითქმის მთელი ევროპა ეპყრა ხელთ.

მაინც რამ მოკლა “Old bony”, როგორც ინგლისელებს უყვარდათ მისი მოხსენიება? ეს ბოლო 200 წლის განმავლობაში ისტორიული დებატებისა და სამედიცინო მეცნიერების საგანი იყო. ანტომარკის თქმით, ნაპოლეონ ბონაპარტის გარდაცვალების მიზეზი კუჭის კიბო იყო. თუმცა 1961 წელს შვედმა მოყვარულმა ტოქსიკოლოგმა ივარაუდა, რომ ნაპოლეონი დარიშხანით იყო მოწამლული და ეჭვი მისი ფრანგული გარემოცვის ერთ-ერთ წევრზე მიიტანა.

სხვა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ იმ ეპოქაში დარიშხანი ყოველდღიურ მოხმარებაში, სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობაში ფართოდ გამოიყენებოდა და ადამიანები მას მუდმივად ეხებოდნენ. ზოგი კი ვარაუდობს, რომ სიკვდილის მიზეზი პეპტიური წყლული ან კვლავ კუჭის კიბო იყო.

ნაპოლეონ ბონაპარტის პერსონისადმი ინტერესი ორ საუკუნეზე მეტია არ ნელდება. და ის კიდევ დიდხანს იქნება მრავალი კვლევისა და შესწავლის საგანი ისტორიკოსებისა და სხვადასხვა დარგის მეცნიერების მხრიდან.

თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.

სტატია საინტერესო იყო?

თქვენი შეფასება გვეხმარება უკეთესი თემების შერჩევაში.
გაუზიარე მეგობრებს

Tsnobistvis

„ცნობისთვის“ არის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტი, რომელიც აქვეყნებს სტატიებს ისტორიის, მეცნიერების, რელიგიის, ტექნოლოგიებისა და საინტერესო ფაქტების შესახებ. მასალები მზადდება სანდო წყაროების საფუძველზე და გადის რედაქტირებას გამოქვეყნებამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Social Share Buttons and Icons powered by Ultimatelysocial
Tiktok
Copy link
URL has been copied successfully!