იულიუს კეისარი, რომლმაც სამყარო შეცვალა.
იულიუს კეისრის გარდაცვალებიდან თითქმის ორი ათასწლეულია გასული, მაგრამ ის მაინც რჩება მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. მისმა სამხედრო და პოლიტიკურმა მიღწევებმა შეცვალა ძველი რომი და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე შემორჩა სამყაროს. ქვემოთ მოცემულია ცნობილი რომაელი სამხედრო მეთაურისა და პოლიტიკური მოღვაწის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა.
1. კეისარმა რომის მმართველობა განავრცო ევროპაში.

ძვ. წ. 58 წელს რომის ჩრდილოეთ ტერიტორიის, გალიის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ, კეისარმა რომის რესპუბლიკის საზღვრები მთელ ევროპაში, – ატლანტის ოკეანის სანაპიროებამდე და ლა-მანშის სრუტემდე გააფართოვა. სისხლიანი რვაწლიანი გალიური ომების დროს მისმა ლეგიონებმა ადგილობრივი ტომები დაიპყრეს დღევანდელი საფრანგეთის, ბელგიისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე.
.ძვ. წ. 55 წელს კეისრის არმიამ მდინარე რაინზე ხის დიდი ხიდი სულ რაღაც 10 დღეში ააგო, რაც სამხედრო ისტორიაში ინჟინერიის საოცრებას წარმოადგენს. გადალახეს რა პირველად რომაულმა ჯარებმა უზარმაზარი წყლის დაბრკოლება, დაიწყეს გერმანული ტომების დამორჩილება, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ რომის მოსაზღვრე აღმოსავლეთ გალიის ტერიტორიას. იმავე წლის ბოლოს, რომაელმა გენერალმა ლა-მანშის სრუტეზე პირველი ექსპედიცია ჩაატარა. ბრიტანეთში ამ პირველმა შემოსევებმა საფუძველი ჩაუყარეს რომის მიერ კუნძულის დიდი ნაწილის საბოლოოდ დაპყრობას.
2. “რუბიკონის გადკვეთა”

საბრძოლო ველზე ოსტატური ტაქტიკითა და ბრძოლაში ძლიერი შემართებით, იულიუს კეისარმა საკუთარი ჯარისკაცების უზომო ერთგულება და პატივისცემა დაიმსახურა, მაგრამ ამავე, დროს გაიჩინა ძლევამოსილი მტერი პომპეუსის სახით, რომელიც მისი ყოფილი პოლიტიკური მოკავშირე გახლდათ პირველ ტრიუმვირატში, რომელიც, ფაქტობრივად, რომს მართავდა. პომპეუსის მომხრეებმა რომის სენატში მოითხოვეს, რომ კეისარს დაეშალა არმია და რომში მშვიდობიან მოქალაქედ დაბრუნებულიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა, რაც რომში სამოქალაქო ომის საფუძველი გახდა.
ძვ. წ. 49 წელს, კეისარმა თავისი ლეგიონებით თავხედურად გადაკვეთა დინარე რუბიკონი რომელიც გალიას და რომის სახელმწიფოს ჰყოფდა და ჩრდილოეთიდან დაიძრა რომისკენ. ერთი მხრივ, კეისრის და მეორე მხრივ, პომპეუსის მხარდამჭერი ძალები ესპანეთამდე, საბერძნეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკამდე ებრძოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ კეისრის ლეგიონები რიცხობრივად ჩამორჩებოდნენ, ძვ. წ. 48 წელს, გადამწყვეტ ბრძოლაში მათ დაამარცხეს პომპეუსის არმია ფარსალოსთან, საბერძნეთში, რამაც პომპეუსი აიძულა ეგვიპტეში გაქცეულიყო. თუმცა, სანამ ნაპირზე გავიდოდა, იგი ახალგაზრდა ფარაონის, პტოლემეოს XIII-ის ბრძანებით მოკლეს იმის იმედათ, რომ კეისრისგან დახმარებას მიიღებდა სამოქალაქო ომში, სადაც ის თავის თანამემკვიდრესა და დას, კლეოპატრა VII-ს დაუპირისპირა.
3. კეისარმა ეგვიპტის ტახტზე კლეოპატრა დასვა.

ძვ. წ. 47 წლის დასაწყისში რომაული ლეგიონები შევიდნენ ეგვიპტეში და ნილოსის ბრძოლაში კეისრის ჯარებმა პტოლემეოსის არმია დაამარცხეს. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მეფე ბრძოლიდან გაქცევისას მდინარე ნილოსში დაიხრჩო, კეისარმა კლეოპატრა და მისი 12 წლის ნახევარძმა, პტოლემეოს XIV, თანარეგენტებად დანიშნა, თუმცა ნამდვილი ძალაუფლება დედოფალს ეკუთვნოდა.
პტოლემეოსი სერიოზულად შეცდა. როდესაც კეისარს პომპეუსის მოკვეთილი თავი ალექსანდრიაში ჩასვლისთანავე გადასცა, რეაქცია, მადლიერების ნაცვლად, საშინელი იყო. კეისარმა მაშინვე სიკვდილით დასაჯა პომპეუსის მკვლელები და ეგვიპტის სამოქალაქო ომში კლეოპატრას მხარი დაიჭირა. ძველი ისტორიკოსის, პლუტარქეს თანახმად, კეისარმა 21 წლის კლეოპატრა სამეფო სასახლეში გადაიყვანა, სადაც ის მალულად ცხოვრობდა. ალექსანდრიაში სამოქალაქო ომის დაწყებისას, ალყაში მყოფი ქალაქში , წყვილმა რომანი გააბა, რაც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდა., როდესაც კეისარი რომში დაბრუნდა, კლეოპატრამ ბიჭი გააჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, იულიუსის ვაჟი იყო. ეგვიპტის დედოფალმა მას პტოლემე XV დაარქვა, მაგრამ ალექსანდრიელები დაცინვით ბიჭს “კეისარიონს”, „პატარა კეისარს“ უწოდებდნენ. ძვ. წ. 46 წელს კლეოპატრა და მისი ჩვილი ვაჟი რომის მდინარე ტიბრის ნაპირზე მდებარე ვილაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ იქ კეისარი ხშირად სტუმრობდა, რაც არღვევდა რომის კანონს ორცოლიანობის შესახებ. კეისრის მკვლელობის შემდეგ კლეოპატრა ეგვიპტეში დაბრუნდა და მოგვიანებით სასიყვარულო ურთიერთობა და ალიანსი გააბა კეისრის მოადგილესთან, მარკუს ანტონიუსთან. მოგვიანებით წყვილმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ავგუსტუსმა ძვ. წ. 31 წელს მათი ჯარები სასტიკად დაამარცხა.
4. ის რომს მართავდა, როგორც დიქტატორი
კეისარმა , პომპეუსთან ომის შემდეგ, უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა. ჯარისა და არა ელიტური მოქალაქეების (პლებეების) ძლიერი მხარდაჭერით და ძვ. წ. 46 წელს 10 წლით რომის დიქტატორად დაინიშნა, ხოლო მომდევნო წელს თავი „მუდმივ დიქტატორად“ გამოაცხადა. მის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმები, როგორებიც იყო პენსიაზე გასული ჯარისკაცებისთვის ქონების დარიგება, ღარიბ მოქალაქეებს შორის მიწების განაწილება და ვალების ჩამოწერა, დიდი პოპულარობით სარგებლობენ ყოფილ ჯარისკაცებსა და ღარიბ და საშუალო მასებში.
კეისრის რეფორმებმა ელიტის უკმაყოფილება გამოიწვია, ისევე როგორც მისმა უგულებელმყოფელმა დამოკიდებულებამ რომის სენატისა და რესპუბლიკური ტრადიციების მიმართ. კეისრის გარშემო შეიქმნა პიროვნების კულტი, რადგან ის თავისი გამოსახულებით მონეტებს ჭრიდა, საკუთარ დაბადების დღეს სახალხო დღესასწაულად აღნიშნავდა და სენატს ოქროს ტახტიდან მართავდა.
5. მისმა მკვლელობამ რომის რესპუბლიკის დაშლა და რომის იმპერიის აღზევება გამოიწვია.

კეისრის ავტოკრატიულმა მმართველობამ რომის იმპერიის დაარსებას დაუდო საფუძველი. ათობით სენატორმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ კეისრის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების კონცენტრაცია რესპუბლიკის დემოკრატიულ ინსტიტუტებს უქმნიდა საფრთხეს, მისი მკვლელობა დაგეგმეს, რაც ძვ. წ. 44 წლის მარტში განახორციელეს კიდეც, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დიქტატორის მკვლელობას 400 წლიანი რომის რესპუბლიკა გადაერჩინა, პირიქით, მისი რღვევა დააჩქარა.
დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სენატორებმა უნებლიეთ, შექმნეს იმპერატორი. კეისრის მემკვიდრე – ავგუსტუსი რომელმაც ხანგრძლივ სამოქალაქო ომში დაამარცხა ყველა თავისი მოწინააღმდეგე, და მოიპოვა რა რომის უზენაესი ლიდერის პოზიცია, მოკლა კეისრის ყველა მკვლელი , და გაანადგურა რესპუბლიკელები რის შემდეგ კეისარი, ფაქტიურად, ღმერთად გამოაცხადა და საფუძველი ჩაუყარა რომის ავტოკრატიული იმპერიის ჩამოყალიბებას, რომელმაც დაახლოებით 5 საუკუნე იარსება.
6. მან შემოიღო თანამედროვე კალენდარი

კეისარის ძალაუფლება იმდენად ძლიერი იყო, რომ დროის აღრიცხვის შეცვლა განიზრახა. ტრადიციული რომაული კალენდარი, რომელიც 355-დღიან მთვარის წელზე იყო დაფუძნებული, მუდმივ რედაქტირებას საჭიროებდა, რადგან ის სეზონებთან და დღესასწაულებთან არ იყო სინქრონიზებული. ბერძენი მათემატიკოსისა და ასტრონომის, სოზიგენე ალექსანდრიელის დახმარებით, კეისარმა შემოიღო იულიუსის კალენდარი, რომელიც 365¼-დღიან მზის წელზე იყო დაფუძნებული და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ემატებოდა „ნაკიანი დღე“.
ძვ. წ. 46 წელს, კალენდრის გადატვირთვის გამო, წელიწადი 445 დღეს მოიცავდა, სანამ ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს კეისრის სისტემა ამოქმედდებოდა. იულიუსის კალენდარი დასავლური სამყაროს უმეტეს ნაწილში 16 საუკუნის განმავლობაში დომინირებდა. რადგან თითოეული მზის წელიწადი 365¼ დღეზე ოდნავ ნაკლებია, იულიუსის კალენდარს ყოველ 131 წელიწადში ერთი დღე ემატებოდა. 1500-იანი წლებისთვის კალენდარი სეზონებს 10 დღით ჩამორჩებოდა. 1582 წელს პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდარი შეცვალა, ამ წლიდან 10 დღე ამოიღო და დაადგინა, რომ ყოველი ოთხ წლიდან მხოლოდ ერთი იქნებოდა ნაკიანი წელი. იულიუსის კალენდარი დღემდე გამოიყენება ევროპის რამოდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში.
თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.
