ექსპერიმენტი, რომელმაც ჩვეულებრივი ადამიანები მონსტრებად აქცია
1971 წელს, კალიფორნიაში(ა.შ.შ.) ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენა ადამიანის ბუნებაზე. ეს არ იყო საიდუმლო სამხედრო კვლევა და არც ფსიქოპათებზე დაკვირვება. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ჩვეულებრივი სტუდენტები — ახალგაზრდები, რომელთაც არ ჰქონდათ ძალადობრივი წარსული, ფსიქიკური პრობლემები ან კრიმინალური მიდრეკილებები.
მათ უბრალოდ როლები მისცეს. და ეს საკმარისი აღმოჩნდა გაუთვალისწინებელი შედეგისთვის.
ციხე სარდაფში
სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ სარდაფში მოაწყო იმიტირებული ციხე. ექსპერიმენტის მონაწილეები შემთხვევით დაყვეს ორ ჯგუფად:
- მცველები
- პატიმრები
ყველაფერი თამაშივით დაიწყო. ყველას წინასწარ განემარტა, რომ ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო და ნებისმიერ დროს შეეძლოთ შეწყვეტა.

მაგრამ „თამაში“ ძალიან მალე რეალობად იქცა.
მცველებს ჩააცვეს ფორმა. თითქოს უბრალო დეტალია, მაგრამ ფორმას ყოველთვის უფრო მეტი დატვირთვა, აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ტანსაცმელს.
მათ ხელში ჩაუდეს ხელკეტები — არა დასარტყმელად, არამედ, უბრალოდ, „სიმბოლურად“. თვალებზე გაუკეთეს შავი სათვალეები — რომ თვალის კონტაქტი არ ყოფილიყო. ადამიანი აღარ უნდა დაგენახა. რომ დაენახა მხოლოდ როლი და ადამიანის სტატუსი.
პატიმრებს კი ჩამოართვეს სახელები და მიანიჭეს პატიმრის ნომერი.
და სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი ექსპერიმენტი.
როგორ იქცნენ ადამიანები მონსტრებად
პირველ დღეებში ყველაფერი შედარებით მშვიდი იყო ისმოდა სიცილი და ხუმრობაც. თუმცა ძალაუფლება, რომელიც „მცველებს“ მიეცათ, სწრაფად გადაიქცა ბოროტად გამოყენებულ ინსტრუმენტად.
მცველებმა დაიწყეს:
- დამამცირებელი წესების გამოგონება
- ფსიქოლოგიური ზეწოლა
- პატიმრების ინდივიდუალურობის წაშლა
პატიმრებს აღარ მიმართავდნენ როგორც ადამიანებს. არა იმიტომ, რომ აუცილებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ შეიძლებოდა. არ არსებობდა ვალდებუება სიმკაცრისთვის. – ეს მოდიოდა შიგნიდან, ადამიანური ბუნებიდან.

როგორ ქრება ადამიანი
პატიმრები თავდაპირველად აპროტესტებდნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, კარზე აკაკუნებდნენ.
მაგრამ კედლები არ ლაპარაკობენ.
ნელ-ნელა ხმა ჩაწყნარდა. მზერა იატაკისკენ წავიდა. პატიმრებმა სწრაფად დაიწყეს მორჩილება. ზოგიერთს ემოციური აშლილობა განუვითარდა, ზოგი ტიროდა, ზოგი კი სრულიად გატყდა, ზოგი უბრალოდ ჩუმად იჯდა და აღარაფერს ამბობდა.
როცა ადამიანს მუდმივად ეუბნები, რომ ის არაფერია — ერთ დღეს ის გიჯერებს.
ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ მათ შეეძლოთ წასვლა, მაგრამ ბევრმა არ დატოვა ექსპერიმენტი.
როლი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე თავისუფლება.
ექსპერიმენტი, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა

ექსპერიმენტი ორ კვირას უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მეექვსე დღეს შეწყვიტეს.
ზიმბარდომ მოგვიანებით აღიარა, რომ თავადაც მოექცა როლის ტყვეობაში — ის აღარ იყო მხოლოდ მკვლევარი, არამედ ოქცა, როგორც „ციხის დირექტორი“.
სისტემა ყველას ცვლიდა. მათ შორის მათაც, ვისაც კონტროლი უნდა შეენარჩუნებინა.
ფილიპ ზიმბარდო თავიდან დამკვირვებელი იყო.
შემდეგ — ორგანიზატორი.
შემდეგ კი… „ციხის დირექტორი“.
ისიც თამაშში აღმოჩნდა ჩართული. ისიც დაემორჩილა სისტემას, რომელიც თავად შექმნა.
შემზარავი სიმართლე
ექსპერიმენტმა მოიტანა შედეგი, რომ
პრობლემა არ არის „ცუდი ადამიანები“.
პრობლემა არის სისტემა, რომელიც ცუდ ქცევას აძლევს გასაქანს.
ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში თითოეული ჩვენგანი შეიძლება იქცეს ისეთად, ვისაც საკუთარ თავში ვერასდროს წარმოიდგენდა; რომ ადამიანი ბნელ მხარეს ავლენს მაშინ, როცა ძალაუფლება არ კონტროლდება, ადამიანი იკარგება როლსა და სტატუსში და სინდისი ჩუმდება წესების და წესრიგის უკან; რომ მონსტრებად არ იბადებიან, რომ მონსტრს ქმნის სისტემა.
სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი დღეს ეთიკურად მიუღებლად ითვლება. მაგრამ მისი შედეგები კვლავ აქტუალურია.
ამ ექსპერიმენტის შესახებ არსებობს როგორც დოკუმენტური მასალები, ისე მხატვრული ფილმები, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ისინი კიდევ ერთხელ მძაფრად გვაჩვენებენ, თუ რამდენად ძლიერად მოქმედებს გარემო და როლი ადამიანის ქცევაზე.
ქვემოთ იხილეთ დოკუმენტური ფილმი სტენდფორდის ექსპერიმენტზე:
სტენდფორდის ექსპერიმენტზე გადაღებული ნხატვრული ფილმის ტრეილერი:
თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.
