საიდუმლო ხმები ზღვაში – “ბერგენ-ბელი”
ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეები ერთ-ერთ ყველაზე გამოუკვლეველ სფეროს წარმოადფგენს ადამიანისთვის. მიუხედავად ტექნოლოგიური წინსვლისა, ოკეანეები დღემდე ფლობენ მრავალ საიდუმლოებას. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მოვლენა, რომელიც მკვლევარებს აშინებს და აღაფრთოვანებს, არის უცნაური ხმები ზღვაში, რომლებიც ვერ იხსნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მათ შორის გამორჩეულია 1947 წელს დაფიქსირებული საიდუმლო რადიო სიგნალები, მოგვიანებით ცნობილი “Bloop” და მსგავსი სიგნალები, რომლებმაც შეცვალეს ოკეანოგრაფიის კვლევის მიმართულება. ეს უვნაური ხმები მეცნიერებაში ცნობილია “ბერგენ-ბელი”(Bergen Bel)-ის სახელით. ასეთი სახელი მას ეწოდა, რადგან პირველად ნორვეგიის ქალაქ ბერგენთან ახლოს მყოფმა მეთევზეებმა გაიგონეს და აღწერეს. ხმა ჟღერდა, როგორც მძიმე მეტალის ზარის რეკვა, მოდიოდა ზღვიდან, ისმოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში და ზოგჯერ, წყლის ზედაპირი ოდნავ ირხეოდა.

აღმოჩენის ისტორია
1947 წელს, ჩრდილოეთ ატლანტიკაში, ამერიკის საზღვაო მონიტორინგის ინსტიტუტმა დაიწყო საიდუმლო რადიო სიგნალების დაფიქსირება. თითოეული სიგნალი იყო:
- მძლავრი, დაბალი სიხშირის (ultra-low frequency)
- ხშირად დღეში ერთხელ, გარკვეულ დროს
- ბგერა განსხვავდებოდა ნებისმიერი ცნობილი ზღვის ცხოველის სიგნალისაგან
მეცნიერებმა მაშინ ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ზღვის ცხოველების ხმები, გიგანტური კრევეტების ან უჩვეულო თევზების მიერ წარმოქმნილი სიგნალები, თუმცა სიგნალის სიძლიერე წარმოუდგენელი იყო — ისინი წარმოიქმნებოდნენ რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით, რაც მათ ბიოლოგიურ წარმოშობას გამორიცხავდა.
ყველაზე ხშირად უცნაური სიგნალების დაფიქსირება ხდებოდა 80-90 წლებში – ჩრდილოეთის ზღვაში, ნორვეგიის სანაპიროსთან. ზოგიერთ შემთხვევაში ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნავები დროებით ტოვებდნენ ზონას, მეთევზეებს ეშინოდათ ზღვაში დარჩენის

საიდუმლო “Bloop”
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიგნალი იყო “Bloop”, რომელიც 1997 წელს NOAA-ს( ამერიკის ოკეანისა და ატმოსფეროს ერონული ადმინისტრაცია) მიერ დაფიქსირდა. ხმა იყო ნელი, დაბალი სიხშირის; თანდათანობით სიგნალი ძლიერდებოდა. სიგნალები გაფილტრული იქნა სპეციალური სენსორებით. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს იყო: გიგანტური, ჯერ უცნობი ცხოველების მიერ გამოცემული ხმა ან გეოლოგიური პროცესები – ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ყინულის ნამსხვრევის ან ძლიერი დინების სიგნალი, რომელიც წყალში იჭრება. ასევე იავარაუდეს, რომ, შესაძლოა ყოფილიყო ტექნიკური ანომალიები – სენსორების ან ტექნიკის შეცდომის შედეგი.
Bloop”-ის გარდა, დაფიქსირდა მრავალი სხვა უცნაური სიგნალი:
- Slow Down – ბგერა, რომლის სიხშირეზე ნელ-ნელა იკლებდა. თითქოს უზარმაზარი ობიექტი გადაადგილდებოდა წყლის სიღრმეში.
- Julia – სიგნალი, რომელიც, თითქოს რეგულარულ, სხვადასხვა ტიპის სიგნალებს უშვებდა
- Train – დინამიური, რიტმული სიგნალები
ეს ხმები მრავლად დაფიქსირდა ატლანტიკის და წყნარ ოკეანეში. ზოგიერთი სიგნალი დღემდე მეცნიერულად აუხსნელია.

მეცნიერების პასუხი
NOAA და სხვა ინსტიტუტები ცდილობენ ახსნან და განმარტონ უცნაური სიგნალები. თანამედროვე კვლევები ხშირად იყენებენ სეისმურ სენსორებსა და ჰიდროფონებს. მათი დასკვნა არის, რომ ყველაზე მაღალი ალბათობით, უცნაური, ძლიერი სიგნალების წყარო, გიგანტური ყინულის მსხვრევის და მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი პროცესებია. – თუმცა, ნაწილობრივ, სიგნალები ემთხვევა ბუნებრივ სიგნალებსაც, მაგრამ ისინი უფრო ძლიერი და შორ მანძილზე გავრცელებადია

გარდა მეცნიერებისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს სიგნალები მიუთითებენ:
- უცნობი, გიგანტური წყალქვეშა არსებების არსებობაზე
- ან უცხო ცივილიზაციებთან კომუნიკაციაზე, რომლებიც წყლებში იმყოფებიან
ეს თეორიები არა მხოლოდ ბლოგებში და სამეცნიერო პოპულარულ წიგნებშია განხილული, არამედ ფართოდაა გავრცელებული ინტერნეტში.
უცნაური ხმები ზღვაში, მათ შორის Bloop და სხვები, გვიჩვენებენ, რომ ოკეანე კვლავ რჩება ადამიანისთვის საიდუმლოებით მოცულ გარემოდ. მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, ეს ხმები დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მოცულობითია უცნობი, გამოუკვლევი ბუნება; რამდენად მიუწვდომელია ოკეანეთა სიღრმეები და იქ მიმდინარე პროცესები; რამდენი საიდუმლო ინახება ჩვენს პლანეტაზე.

ზღვაში დაფიქსირებული იდუმალი ხმები არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი იმისა, რომ მეცნიერება დღემდე ვერ ახერხებს ყველაფრის ახსნას და სწორედ ეს ქმნის ადამიანებში ფანტაზიის, შიშისა და ინტერესის მუხტს.
თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.
